fbpx
პოზიტივი

გიორგოს თეოფანუმ გააკეთა ის, რაც არასოდეს გაუკეთებია – რა შესთავაზა მან X-Factor-ის მონაწილეს?!

გიორგოს თეოფანუმ ნამდვილად წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთა X-Factor-ის მართლაც რომ გამორჩეულ მონაწილეს და დარბაზში რამდენიმე წამით ყველა დაადუმა.

იანის გროსისმა ანტონის ვარდის სიმღერა, “Πού να εξηγώ”, უბადლოდ შეასრულა და ცნობილი კომპოზიტორი იმდენად აღფრთოვანდა, რომ შესთავაზა შეუერთდეს მის მუსიკოსთა გუნდს, რომელიც უახლოეს მომავალში კონცერტებს გამართავს.

“ნება მომეცით, გავაკეთო ის, რაც აქამდე პირდაპირ ეთერში არასოდეს გამიკეთებია. მომდევნო კვირას ვიწყებ გამოსვლებს აქ, ათენში, ჩემს მუსიკოსთა გუნდთან ერთად, ისინი მომღერლები არიან. გინდა წამოხვიდე ჩემთან ერთად?

მინდა ჩემი სიმღერები იმღერო, გინდა?! ხუთშაბათობით აქ იქნები, ხოლო შაბათ-კვირას ჩემთან,” თქვა გიორგოს თეოფანუმ.

იანისი შეთავაზებით ნამდვილად შოკში იყო და მან უპასუხა: “შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე? რა თქმა უნდა, მინდა! ძალიან დიდი მადლობა!”

onalem

ტესტ