fbpx
პოზიტივი

საბერძნეთისა და საფრანგეთის შეთანხმების შედეგად, ორი თანამედროვე საზღვაო ხომალდი საბერძნეთს გადაეცემა

რამდენიმე თვეში, ფრანგული სამხედრო გემები საბერძნეთის საზღვაო სამხედრო ძალებს შეუერთდებიან. აღნიშნული ინფორმაცია ფოტის კუველსმა სატელევიზიო არხის “SKAI”-ის საშუალებით დაადასტურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძეთს, დამატებით, თანამედროვე ტექნოლოგით დამზადებული ერთი სამხედრო გემი გადაეცემა. “ორი სამხედრო გემის გადაცემის თაობაზე შეთანხმება არ არის ახალი“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ასევე მან განაცხადა, რომ საფრანგეთის და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის ახალი შეთანხმებაც შედგა და შემდეგ ეტაპზე, საბერძნეთის სახელმწიფოს, დამატებით, კიდევ ორი სამხედრო საზღვაო ჰომალდი გადაეცემა.

აშკარაა, რომ საფრანგეთი ნათლად ხედავს საბერძნეთში არსებულ მდგომარეობას და საფრთხეებს თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში საფრანგეთის და საბერძნეთის ურთიერთმხარდაჭერაზეც ისაუბრა. ხელმისაწვდომია ასევე ინფორმაცია ორ სახელმწიფოს შორის 5 წლის ვადით ლიზინგის ხელშეკრულების დადებაზე. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ საზღვაო ჰომალდები გამოსაყენებლად ზაფხულში იქნება მზად.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საკითხი, საბერძნეთის სუვერენიტეტის შესახებ, უდავოა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარას და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს, რომლის თანახმადაც, ისინი არ არღვევენ საბერძნეთის სუვერენიტეტს, რადგან სადავო კუნძულები თურქეთის ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენენ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს არის თურქეთის დიდი ილუზია და აღნიშნული საკითხი ცხადად და ნათლად არის განმარტებული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ჩანს, რომ აღნიშნული კუნძულების საზღვაო ტერიტორია და საჰაერო სივრცე არის თურქეთის სუვერენიტეტის ქვეშ მოქცეული. როგორც ჩანს, თურქეთის სახელმწიფო არ იცავს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ლოზანის შეთანხმებას, 1932 წლის შეთანხმებას იტალიასა და თურქეთს შორის, ასევე 1947 წლის პარიზის შეთანხმებას.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა თურქეთის წარმომადგენლებს და თქვა, რომ მხედველობაში მიიღოს აღნუშნული შეთანხმებები და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები.

onalem

ტესტ