fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

სადამდე მიდის ღორის გრიპის ეპიდემია საბერძნეთში – ლამიაში კიდევ ერთი მსხვერპლია

საბერძნეთში ღორის გრიპის ეპიდემიას დასასრული არ უჩანს. როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებდა, მიმდინარე დღეებში ცნობილი გახდებოდა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების მხრივ, თუმცა, არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. პირიქით, მსხვერპლთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება და ამჯერად ვირუსით ქალი ლამიაში გარდაიცვალა.

ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე იწვა, თუმცა, როგორც უმეტეს შემთხვევებში მოხდა, მისმა ორგანიზმმა მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლა ვერ შეძლო.

ამ დროისთვის ლამიას საავადმყოფოში წევს ორი ქალი, რომელთაგან ერთი, 51 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო მეორე 54 წლის ლამიელი.

გარდაცვლილთა უპრეცენდენტო რაოდენობა აღინიშნება რუმინეთში, სადაც ღორის გრიპით 101 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში საბერძნეთში 50.000-მდე ვაქცინას ელიან.

onalem

ტესტ