fbpx
საბერძნეთი

თავდასხმა იგეგმებოდა ათენში კალაშნიკოვებით ჯერ შობას, ხოლო ახლა, სავარაუდოდ, აღდგომისთვის

როგორც საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა განმარტა, ბერძნულ მხარეს ტერორისტების გაშიფვრაში ისრაელის სადაზვერვო სააგენტო დაეხმარა. დადგინდა, რომ გარდა 2 პაკისტანელისა, რომელიც უკვე დაკავებულია და თავდასხმების განხორციელებას აპირებდა, მათ ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი მამაკაცი, ისიც პაკისტანელი, თუმცა, ირანიდან.

მათი მოტივი, როგორც თეოდორიკაკო აცხადებს, ფინანსური იყო, ხოლო სამიზნე ებრაული წერტილები. პაკისტანელები თეირანში მყოფ ლიდერს ესაუბრებოდნენ იმ საშუალებეზე, რომლებითაც თავდასხმებს განახორციელებდნენ და საბოლოოდ, შეთანხმდნენ კალაშნიკოვების გამოყენებაზე. ერთ-ერთი მათგანის სახლიდან, როგორც გამოძიება იუწყება, ნამდვილად ამოიღეს იარაღი.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა იგეგმებოდა ჯერ საშობაოდ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შედგა, ხოლო ახლა, ტერორისტები სავარაუდოდ, სააღდგომო პერიოდში აპირებდნენ დარტყმას.

თეოდორიკაკიმ არ ისურვა მეტი ინფორმაციის გაცემა ამ საკითხზე, პარალელურად კი, განმარტა, რომ საბერძნეთი სრულიად უსაფრთხოა მათთვის, ვისაც მოგზაურობა სურს და სახელმწიფო სისტემა აბსოლუტურ მზადყოფნაშია მსგავს შემთხვევებთან გასამკლავებლად.

 

onalem

ტესტ