fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დაშალეს ტერორისტული ქსელი, რომელიც თავდასხმებს ამზადებდა კონკრეტულ სამიზნეებზე

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო განცხადებას აკეთებს სერიოზულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც ტერორისტული ქსელის დაშლაზე იყო ორიენტირებული. საუბარია ტერორისტულ ქსელზე, რომელსაც საზღავრგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ და გეგმავდნენ თავდასხმებს კონკრეტულ სამიზნეებზე.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციით, დააკავეს 29 და 27 წლის მამაკაცები, პაკისტანის მოქალაქეები, როგორც ლიდერის თანამზრახველები, რომელიც საზღვარგარეთიდან გეგმავდა თავდასხმების განხორციელებას. მათი მიზანი იყო არა მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება, არამედ ქვეყანაში უსაფრთხოების განცდის შელახვა და შიშის დათესვა.

გამოძიების მასალების მიხედვით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ფსირიში არსებული სინაგოგა. ისინი ზვერავდნენ აღნიშნულ ტერიტორიას და ცდილობდნენ შეტევის დაგეგმვას. ასევე, მიღებული ჰქონდათ საბოლოო ინსტრუქცია დარტყმის განსახორციელებლად.

საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ