fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ცოლ-ქმარმა მეგობარ ქალს სახლში უმასპინძლა, მან კი, 10.000 ევროს სამკაული და თანხა მოპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მესოლონგის ტერიტორიაზე მოხდა. მოხუცმა ცოლ-ქმარმა საკუთარი სახლის კარი გაუღო ქალს, რომელსაც მეგობრად თვლიდნენ და მისი დახმარება სურდათ. ისინი თავიანთ სახლში გარკვეული პერიოდი აცხოვრებდნენ, რადგან როგორც ირკვევა, მას წასასვლელი არ ჰქონდა.

ბერძნებმა ვერანაირად ვერ წარმოიდგინეს, რომ შეიძლებოდა ძარცვის მსხვერპლი გამხდარიყვნენ, თუმცა, ყველაფერი მაშინ გააცნობიერეს, როდესაც ქალი კვირა საღამოს სახლიდან გაქრა და მასთან ერთად გაქრა გარკვეული ნივთებიც. როგორც მედია იუწყება, მან სახლიდან მოიპარა ძვირფასეულობა, 10.000 ევროს ღირებულების და ასევე გარკვეული თანხა, რომელიც მოხუცებს ყოველი შემთხვევისთვის ჰქონდათ გადადებული.

მას შემდეგ, რაც მოხუცებმა საჩივარი შეიტანეს, პოლიციამ ქალს მალევე მიაგნო და ის მესოლონგის პროკურატურაში გადაიყვანეს. ამას გარდა, ამოღებულია თანხაც და ძვირფასეულობაც და პატრონებს დაუბრუნდა.

 

onalem

ტესტ