fbpx
ეკონომიკა

7 კატეგორიის პროდუქტი, რომელიც შეიძლება დეფიციტში აღმოჩნდეს – საბერძნეთის განვითარების სამინისტროს მიმართვა კომპანიებს

საბერძნეთის განვითარების სამინისტრო მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ მომმარაგებელ კომპანიებს, რომ უწყვეტად მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთ მარაგებში კონკრეტული პროდუქტების რაოდენობის შესახებ, ვინაიდან არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო, კონკრეტული პროდუქცია დეფიციტში აღმოჩნდეს.

საუბარია პროდუქტების რამდენიმე კატეგორიაზე, რომელთაც ყველაზე მეტად უნდა მიექცეს ყურადღება მთავრობის მიერ:

ნედლეული სასუქების წარმოებისთვის

შესაბამისად, თავად სასუქები

შინაური ცხოველების საკვები

ყველა სახის ნედლი მარცვლეული: ხორბალი, შვრია, სიმინდი, წიწიბურა და ა.შ.

მარცვლეულის ფქვილი

მზესუმზირა

ზეთები.

სამინისტრო კომპანიებს სთხოვს, რომ სპეციალურ ვებ-გვერდზე გააკეთონ განაცხადი მარაგების რაოდენობის შესახებ, კილოგრამებისა და ლიტრების მითითებით, ასევე უნდა აღნიშნონ პროდუქტის წარმოების ქვეყანა და მარაგების შენახვის ადგილი.

როგორც ჩანს, საბერძნეთის განვითარების სამინისტრო წინასწარ იღებს ზომებს მოსალოდნელი კრიზისის პრევენციისთვის.

onalem

ტესტ