fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: რამდენ ევროს მიიღებენ უმუშევრები დახმარების სახით აღდგომას?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში სააღდგომო საჩუქრის სახით გარკვეული თანხა დასაქმებულ პირებს გადაეცემათ, თუმცა, ბერძნული მედიის ინფორმაციით, ერთჯერადი ბონუსი ეკუთვნით მათაც, ვინც ოფიციალურად უმუშევარია.

კერძოდ, OAED-ში დარეგისტრირებული უმუშევარი პირი მიიღებს თავისი ყოველთვიური დახმარების ნახევარს, თუკი ოფიციალურად უმუშევრად ცხადეება 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით.

რაც შეეხებათ მათ, ვინც მუშაობს:

პერიოდი, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში თქვენი სააღდგომო საჩუქარი ითვლება, 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დროით განისაზღვრება.შესაბამისად, თუკი თანამშრომელი მთლიან ამ პერიოდში მუშაობდა და ხელფასი თვიურად ეხდებოდა, უფლება აქვს მიიღოს ხელფასის 50% ზედმეტად. ხოლო მათ, ვინც ხელფასს კვირის ბოლოს იღებს, უფლება აქვთ მიიღონ 15 დღის ხელფასი ზედმეტად.

თუკი თანამშრომელს არ უმუშავია 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით თითოეულ თვეში, ან მან თავისი ნებით დატოვა სამსახური, უფლება აქვს მიიღოს საერთო ჯამში გადახდილი ხელფასის ნახევრის 1/15, თუკი ხელფასი ეხდება თვიურად, ხოლო თუ კვირების მიხედვით ეხდება, უფლება აქვს მიიღოს შეთანხმებული ანაზღაურება ყოველი მე-8 დღისთვის.

სააღდგომო საჩუქარი უნდა გაიცეს დიდ ოთხშაბათამდე ან დიდ ოთხშაბათს და მხოლოდ ბანკის საშუალებით.

onalem

ტესტ