fbpx
ეკონომიკა

4-დან 1 ბერძენზე მეტი არ მუშაობს ან არ სწავლობს – რას აჩვენებს სტატისტიკა?!

2018 წელს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, თუ რა მდგომარეობაა საბერძნეთში დასაქმების და სწავლის მხრივ, ასევე, მუშაობენ თუ არა ახალაგზრდა ბერძნები საკუთარი პროფესიებით?!

როგორც აღმოჩნდა 4-დან 1 ბერძენზე მეტი არ მუშაობს ან არ სწავლობს და ქვეყანა ევროკავშირში მეორე ყველაზე უარეს პოზიციას იკავებს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდების 26.8%, 20-დან 34 წლამდე, თავიანთი პროფესიით არ მუშაობს.

საოცარია, მაგრამ ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია იტალია, სადაც ახალგაზრდების 28% საერთოდ შრომითი ბაზრის გარეთ არის.

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი საბერძნეთის მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, 16.5%.

აღსანიშნავია, რომ ბერძენი ქალები მეტად მოწყვლადები არიან, ვიდრე კაცები. Eurostat-ის მონაცემები აჩვენებს, რომ სამიდან 1-ზე მეტი (33.7%), არ მუშაობს ან არ სწავლობს უნივერსიტეტში. ეს ევროკავშირში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. რაც შეეხება მამაკაცებს, მათი 20.1% არ მუშაობს და არც სწავლობს.

 

onalem

ტესტ