fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი სოციალური დახმარებისთვის კიდევ 7 მილიონ ევროს გამოყოფს – როდის მიიღებთ?!

სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც საბერძნეთში წარმატებით ფუნქციონირებს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მართალია, ბაზა, სადაც ბენეფიციარი განცხადებას ავსებს, უკვე დახურულია, მაგრამ დამატებით 229, 000 ადამიანს, რომელსაც დახმარების დროულად მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, თანხა მაინც ჩაერიცხებათ.

დღეს, 26 დეკემბერს, მინისტერიალის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა კიდევ 70 მილიონი ევრო, რომელიც სწორედ ამ 229, 000 ადამიანზე გადანაწლდება.

საერთო ჯამში აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირდა 3, 9 მილიონი პირი, რომელთაგან ნახევარზე ოდნავ ნაკლებმა მიიღო კუთვნილი თანხა, ხოლო დანარჩენები დახმარების მიღების კრიტერიუმებს არ აკმაყოფლებდნენ.

ბაზა გასულ პარასკევს დაიხურა, თუმცა, თავიდან განიხილება პრობლემატური ბენეფიციარების საკითხი და თუკი ისინი სრულად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, თანხებს 28 დეკემბრამდე მიიღებენ.

onalem

ტესტ