fbpx
საზოგადოება

ბერძენი გოგონა ვაქცინის გაკეთების შემდეგ მარცხენა ხელს ვეღარ ამოძრავებს

17 წლის გოგონას მშობლები საკმაოდ უცნაური და საშიში შემთხვევის გამო ჩივიან. მათი თქმით, სკოლის მოსწავლემ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციისთვის ვაქცინის მეორე დოზა 11 იანვარს გაიკეთა და ამავე დღეს, საღამოს მთლიანი მარცხენა ხელი პარალიზებული ჰქონდა.

მოზარდი მაშინვე ექიმთან მიიყვანეს, რომელმაც რიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა ურჩია და ასეც მოიქცნენ. მას სამი დღის მანძილზე უტარებდნენ სხვადასხვა კვლევებს.

საბოლოოდ, ელექტრომიოგრაფიამ აჩვენა, რომ პარალიზება გამოწვეული იყო არა ნემსის ან ვაქცინის გაკეთების კონკრეტული ტექნიკის გამო, არამედ თავად წამლის გამო, რომელიც გოგონას გაუკეთეს.

მოსწავლის მამამ ტატიანა სტეფანიდუს გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე მაგნიტური ანალიზისა და ფიზიოთერაპიის შემდეგ, ექიმები აცხადებენ, რომ გოგონას ხელში მგრძნობელობა 100%-ით აღუდგება, თუმცა, ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ დროს, თუ როდის მოხდება ეს.

საუბედუროდ, ის ვერ ესწრება გაკვეთილებს და არის საფრთხის წინაშე, რომ ეროვნულ გამოცდებს გამოტოვებს.

onalem

ტესტ