fbpx
საბერძნეთი

ათენისა და თესალონიკის მეტროში მატარებლები მძღოლების გარეშე ივლიან

აღნიშნული ინოვაციის მთავარი მიზანი ენერგიის დაზოგვაა. უცნობია, თუ როგორ, მაგრამ ათენსა და თესალონიკში უახლოეს მომავალში მეტროს მატარებლები მძღოლების გარეშე იმოძრავებენ.

ΣΤΑΣΥ აცხადებს, რომ იგეგმება ინოვაცია, რომელიც მოიცავს მხოლოდ მეტროს და არ ეხება მიწის ზემოთ მავალ ელექტრო მატარებელს (ტრენო). ახალი ტექნიკის საშუალებით, მატარებლები იმოძრავებს ნახევრად ავტომატურად. საჭირო არ იქნება ის მართოს მძღოლმა უშუალო კონტაქტით ანუ როგორც ეს ახლა ხდება.

საუბარია თესალონიკის მშენებარე მეტროსა და ათენის მეტროს მე-4 ხაზზე, რომელიც ალსოს ვეიკუსა და გუდის დააკავშირებს.

ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, მძღოლებს შეეძლებათ დისტანციურად გააკონტროლონ მატარებლის მოძრაობის სიჩქარე, განსაზღვრონ მისი გაჩერების საჭიროება და შეამოწმონ, თუ სად დგას სხვა მატარებელი ამავე დროს.

onalem

ტესტ