fbpx
საზოგადოება

როდის იწყება საბერძნეთში ზამთრის დიდი ფასდაკლებები?!

ცოტა არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სეზონურ ფასდაკლებებს ელის სასურველი ნივთების შესაძენად.

საბერძნეთში ზამთრის ფასდაკლებები იანვრის მეორე ორშაბათს იწყება და თებერვლის ბოლომდე გასტანს… დიახ, თითქმის თვენახევრის მანძილზე.

ამრიგად, ფასდაკლებები დაიწყება 14 იანვრიდან და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მაღაზიები ხვალიდან გაიხსნება და ღია იქნება კვირას, 30 დეკემბერსაც, 11:00-დან 18:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ