fbpx
საზოგადოება

“საშობაო საჩუქარი” – ბერძენ მამაკაცს ხელფასი საგადასახადომ მთლიანად ჩამოაჭრა

შემთხვევა კუნძულ კრეტაზე მოხდა. ოჯახმა ირაკლიოში შობის დღესასწაულის მოლოდინის შესაბამისად აღნიშვნა ვერ შეძლო.

50 წლის მამაკაცი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რამდენიმე დღე ელოდებოდა, რათა თანხა ანგარიშზე დარიცხულიყო, თუმცა, ბანკომატთან მისულმა აღმოაჩინა, რომ კუთვნილმა ხელფასმა ფრთები გამოიბა.

საქმე იმაშია, რომ მას ხელფასი ბანკის ანგარიშიდან მთლიანად საგადასახადო სამსახურმა ჩამოაჭრა.

მათი საშობაო გეგმები ჩაიშალა, რადგან ვერ შეძლეს შეეძინათ დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი პროდუქტებიც კი.

onalem

ტესტ