fbpx
კრიმინალი

74 ემიგრანტი მიტოვებულ საწყობში რამდენიმე დღის მანძილზე ჰყავდათ დამწყვდეული

საბერძნეთში ჩამოყვანა შუამავლებს თავად სთხოვეს, მაგრამ უცხო ქვეყანაში უარეს გასაჭირში აღმოჩნდნენ. 74 ემიგრანტი თესალონიკში მდებარე შენობის ერთ-ერთ მიტოვებულ საწყობში რამდენიმე დღე ჰყავდათ გამოკეტილი მათ, ვინც საბერძნეთში ჩამოიყვანა. შემდეგ კი, მათი ნათესავებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ.

პოლიციამ მათზე ძალადობის ბრალდებით ოთხი პაკისტანელი დააპატიმრა. თავად ემიგრანტები კი, როგორც პაკისტანის, ასევე ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.

ამავე წყაროს მიხედვით, ისინი საბერძნეთში თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გზით შემოიყვანეს, შემდეგ აღნიშნულ საწყობში გამოკეტეს, თუმცა, იქამდე კარგ პირობებს სთავაზობდნენ.

პაკისტანელებს ჩამოართვეს დიდი სატვირთო მანქანაც, რომლითაც 74 ემიგრანტი ქვეყანაში დამალვით გადმოიყვანეს.

 

onalem

ტესტ