fbpx
საზოგადოება

ფურეირა ევროვიზიაზე დაბრუნდა და თავისი გამოსვლით აუდიტორია დაადუმა

პოპ დივა, ელენი ფურეირა, რომელმაც ევროვიზია 2018-ზე, კვიპროსის სახელით მეორე ადგილი დაიკავა, 2019 წლის კონკურსზეც გამოჩნდა. გუშინ მან კიდევ ერთხელ დაანთო ცეცხლი სცენაზე და აუდიტორია მისმა ეფექტურობამ დაადუმა.

ის გამოვიდა ნაწილში, “ევროვიზიის ლეგენდები”, კონკურსის სხვა გამარჯვებულებთან ერთად და კვლავ იმ დიზაინერის სამოსი ეცვა, რომელმაც მას გასულ წელს შეუკერა. ამჯერად მის ჩაცმულობას სვაროვსკის 250.000 თვალი ამშვენებდა.

ფურეირას გვერდით იდგნენ კონჩიტა, მანს ზელმერლოუ და ვერკა სერდუჩკა. რა თქმა უნდა, სცენაზე გაიბრწყინა ევროვიზია 1979-ის გამარჯვებულმა, გელი ატარიმ, სიმღერით “Hallelujah”.

იხილეთ ვიდეო, ფურეირა 4:45 წუთიდან:

onalem

ტესტ