fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია გლიფადაში: 18 თვის ბავშვი ყურადღების მიღმა დარჩა და მე-4 სართულიდან გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია დღეს გლიფადაში მოხდა. მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც აივანზე ძმასთან ერთად თამაშობდა და რაღაც მომენტში დედისა და ბებიის ყურადღების მიღმა დარჩა.

როგორც ირკვევა, დედა საპირფარეშოში გავიდა, ბებია და ძმა კი, აივნიდან სახლში შევიდნენ, რის შედეგადაც ბიჭი სრულიად უყურადღებოდ დარჩა. აივანზე დამაგრებულია დამცავი ბარიერები, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვმა გარკვეული ადგილი იპოვა, სადაც გაეტია, დაბლა დაიწყო ყურება და გადავარდა.

ამბის ყველაზე ტრაგიკული მხარე ის არის, რომ იმ დროს, როცა ბავშვი დაბლა გადმოვარდა, გზაზე მისი მეორე ბებია მიდიოდა და ამ ყველაფერს შეესწრო. ქალმა ვერაფერი მოიმოქმედა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემებო აქვს, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა დედამ გამოიძახა, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიან იყო.

არსებული ცნობებით, პოლიციის განყოფილებაში ბავშვის მამა გადაიყვანეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ