fbpx
კრიმინალი

ქართველი მამაკაცი, რომელმაც ორი ტურისტი ერთად გაძარცვა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – ინციდენტი იტალიაში

საქართველოს მოქალაქის ჩხრეკისას პოლიციელებმა ბინების გასაქურდად საჭირო ხელსაწყოები იპოვეს.

იტალიის ქალაქ ბარიში პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ერთ-ერთ ბარში შესულ ორ ტურისტს საფულე მოჰპარა. პოლიციამ იგი ცხელ კვალზე დააკავა.

იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ჩხრეკის დროს ბინების გასაქურდად საჭირო ხელსაწყოები იპოვეს.

მომხდართან დაკავშრებით გამოძიება გრძელდება, დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ