fbpx
საბერძნეთი

“ზაფხულში კოვიდის პირბადეებს გადავყრით და ზღვის ნიღბებს გავიკეთებთ” – ათანასიოს ექსადაკტილოს

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა, ათანასიოს ექსადაკტილომ Real Fm 107,1-თან საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობასა და ზომების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ ისაუბრა.

“ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ტენდენცია აშკარად აჩვენებს რეგრესს, მაგრამ ეს რეგრესი ძალიან ნელია. უნდა აღვნიშნო, რომ პრობლემა ჯერ კიდევ მათშია, ვინც არ არის ვაქცინირებული.

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, დგანან სერიოზულად დაავადებისა და ფატალური შედეგის რისკის ქვეშ. ვაქცინაციის ტენდენცია საკმაოდ გააქტიურებულია, მაგრამ ის არ არის საკმარისი ხანდაზმულებს შორის.

მარტის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ეპიდმდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. შემზღუდველი ზომები ამ დროისთვის უკვე მოხსნილი იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ისევ ძალაში, თუ პანდემია კვლავ იფეთქებს.

ზაფხულში პირბადეებს გადავყრით და ზღვის ნიღბებს გავიკეთებთ,” თქვა მან ბოლოს იუმორით.

onalem

ტესტ