fbpx
საბერძნეთი

ქირის შემცირება, პროდუქტების გაიაფება და ჯანდაცვაზე მარტივი წვდომა – რას ელიან ბერძენი ახალგაზრდები მთავრობისგან?!

ბერძნული მედიის მიერ მომზადდა სიუჟეტი, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა რამდენიმე ბერძენი ახალგაზრდა. მთავარი კითხვა იყო, რას ელიან საბერძნეთის მთავრობისგან, რომელიც 25 ივნისს ბერძენმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია.

როგორც პასუხებიდან ჩანს, ახალგაზრდები თითქმის მთელი მოსახლეობის სათქმელს ამბობენ და ხაზს უსვამენ ისეთ ძირითად საკითხებს, რომლებიც პირველ ეტაპზეა ქვეყანაში მოსაწესრიგებელი.

27 წლის იოანა, პოლოტოლოგიის სტუდენტი, აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავრობამ მომდევნო 4 წლის მანძილზე შეამციროს უძრავი ქონების წლიური გადასახადი (ΕΝΦΙΑ), ამას გარდა, მიიღონ შესაბამისი ზომები, რომლებიც დაასტაბილურებს ქირის საფასურს, რადგან ბოლო წლებში რადიკალურად გაიზარდა ქირის ფასი ისეთ პატარა და ცუდი პირობების მქონე ბინებზე, რომ საშუალო რაოდენობის ხელფასის მქონე ადამიანებისთვის ქირის გადახდა შეუძლებელი გახდა.

სხვა ახალგაზრდები ხაზს უსვამენ ძირითად პროდუქტებზე ფასების მომატებას, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მინიმალური ხელფასის მქონე ადამიანებს, ფაქტობრივად, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ხარჯებშიც კი არ ეყოფათ ეს თანხა და გადარჩენაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, სხვა შემთხვევაში კი, უნდა ეძებონ კიდევ ერთი სამსახური.

და ბოლოს, სტუდენტები აქცენტს აკეთებენ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ დღეს ადამიანები თუ საჯარო საავადმყოფოებში მივლენ, მათ არ გაეწევათ შესაბამისი დახმარება და ფაქტობრივად, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, აქვთ თუ არა ძლიერი ფინანსური სახსრები.

onalem

ტესტ