fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ოჯახში 20 დღისა და 2 თვის ბავშვები 1 წლის სხვაობით დაიღუპნენ, გაურკვეველ გარემოებებში

უცნაური შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. საუბარია ოჯახზე, რომელმაც მხოლოდ 1 წლის სხვაობით ორი შვილი დაკარგა, ბავშვები 20 დღისა და 2 თვის იყვნენ. ბოლოს დაიღუპა 2 თვის ბავშვი, რომლის გარდაცვალების მიზეზიც ექიმებისთვის ამოუცნობი რჩება.

როგორც Pelop.gr წერს, ორი თვის გოგონა გასულ კვირას რამდენიმედღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ “აგია სოფიას” საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც კრუნჩხვებით გადაიყვანეს. მისი ზოგადი კლინიკური მდგომარეობა არ იძლეობდა შეშფოთების მიზეზს. გაუკეთდა შესაბამისი ანალიზები და არცერთ მათგანში არ შეინიშნებოდა რაიმე სერიოზული პრობლემის მანიშნებელი.

რამდენიმე დღეში ბავშვი გარდაიცვალა, დედამ კი ექიმებს უთხრა, რომ 1 წლის წინ, კერძოდ, 2022 წლის ივლისის თვეში, მან დაკარგა თავისი პირველი შვილი, რომელიც მხოლოდ 20 დღის იყო. საქმე იმაშია, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზები მაშინაც გაურკვეველი იყო, რადგან პატრას სასამართლო-სამედიცინო სამსახურში ჩატარებულმა ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების გარემოებებისა და მიზეზების შესახებ დასკვნა არ გამოიტანა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების შედეგებს კი, ჯერ კიდევ ელოდებიან.

ორი თვის ბავშვისთვის გასულ შაბათს ჩატარებული გაკვეთის შედეგი უცნობი რჩება.

 

 

onalem

ტესტ