fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ქალი Astrazeneca-ს ვაქცინის გაკეთებიდან 5 დღეში თრომბოზით გარდაიცვალა

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის ქალი ვაქცინაციიდან 5 დღეში გარდაიცვალა. ირკვევა, რომ ქალმა სიმსივნე სამჯერ დაამარცხა, თუმცა, მას შემდეგ, რაც Astrazeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, დაიღუპა.

“ვაქცინაციის ცენტრიდან მაქვს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ის თანმდევი დაავადებები, რომლებიც ჰქონდა. მას მაინც მისცეს ვაქცინის გაკეთების უფლება. Astrazeneca-სგან არსებობს ინსტრუქციები ექიმების მისამართით, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის არ არის დაშვებული ამ ვაქცინის გაკეთება. მან თავის ექიმსაც ჰკითხა, უნდა გაეკეთებინა, თუ არა ვაქცინა და მანაც მისცა რეკომენდაცია,” ამბობს ოჯახის ადვოკატი.

როგორც გარდაცვლილი ქალის ვაჟი აცხადებს, დედამისმა ვაქცინა გაიკეთა 27 მარტს და ხუთ დღეში თრომბოზით დაიღუპა. მას სამჯერ ჰქონდა დასმული სიმსივნის დიაგნოზი და სამივეჯერ დაამარცხა ავთვისებიანი დაავადება, თუმცა, საბოლოოდ თრომბოზმა იმსხვერპლა.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია ჰისტოლოგიური ექსპერტიზა.

 

onalem

ტესტ