fbpx
საბერძნეთი

მძიმე კადრები თესალონიკიდან: ცეცხლწაკიდებული დემონსტრანტი პოლიციამ ცოცხლად დაწვას გადაარჩინა

თესალონიკში სტუდენტების საპროტესტო აქცია, არისტოტელეს უნივერსიტეტის წინ, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაში მონაწილეობდნენ ანტიავტორიტარული დაჯგუფების წევრებიც.

როგორც კადრებში ჩანს, სტუდენტები ისროდნენ მოტოლოვებს და ერთ-ერთი დემონსტრანტი მათსავე გაჩენილ ცეცხლში გაეხვა. ახალგაზრდას ისევ პოლიცია დაეხმარა, რომ არ დამწვარიყო.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა პირველად ანტიავტორიტარული დაჯგუფების მხრიდან განხორციელდა, თუმცა, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.

ვიდეოში ისმის, თუ როგორ ყვირის ახალგაზრდა, რომელსაც ცეცხლი უკიდია და პოლიციელები მის დახმარებას ცდილობენ.

onalem

ტესტ