fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა – პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. იმ წუთისთვის ვერტმფრენი უკვე ჰაერში იყო, თუმცა, საბედნიეროდ, პილოტმა დროულად შენიშნა ცეცხლი და სწრაფად დასვა ხმელეთზე.

არსებული ცნობებით, მან ხომალდი დატოვა და გადმოსვლა მოასწრო, მიუხედავად ამისა, პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა სახანძრო სამსახური და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს, როგორც ირკვევა, საუბარია კერძო კომპანიის ვერტმფრენზე.

კადრებიდან, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება, ჩანს, რომ ვერტმფრენის საკმაოდ სერიოზულად არის დაზიანებული.

onalem

ტესტ