fbpx
საზოგადოება

როგორ მოხვდა 15 წლის იოანი საჭესთან და როგორია მისი მდგომარეობა – ტრაგედია კორინთოში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 15 წლის იოანის მდგომარეობა, რომელიც კორინთოში მომხდარი ავარიისას დაშავდა, შედარებით დასტაბილურდა. როგორც უკვე ცნობილია, მანქანას სწორედ ის მართავდა, ცხადია, მართვის მოწმობის გარეშე.

გაჩნდა კითხვა, როგორ მოხვდა მოზარდი მანქანის საჭესთან. ირკვევა, რომ მანქანა მის დედას ეკუთვნის და 15 წლის იოანის მანქანის გასაღებები მოპარული ჰქონდა. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მან მანქანა წაიყვანა და დასთან და მეგობრებთან ერთად იყო გასული.

“მამამისს გასაღები დამალული ჰქონდა, მაგრამ ბავშვებმა მეორე იპოვეს და ღამის 02:30 საათზე გავიდნენ. მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. იოანის წარსილშიც ჰქონდა გაკეთებული მსგავსი რამ და სწორედ ამიტომ მალავდნენ მშობლები მანქანის გასაღებს.

როცა გაიგო, რომ და გარდაეცვალა, პანიკაში ჩავარდა. დედამ უთხრა, რადგან როგორ უნდა დაემალა ამდენი რამ, მეორე ბიჭი, რომელიც დაიღუპა, მეზობლად ცხოვრობდა, მათი მეგობარი იყო. ბავშვები, რომლებიც დაიღუპნენ, უკან ისხდნენ, მანქანა სწორედ უკანა მხრიდან დაზიანდა ისე, რომ ადგილზე დაიხოცნენ.”

ამ ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული მხარე ის არის, რომ 18 წლის ანასტასიამ (იოანის დამ) 1 წლის წინ შეყვარებული ავარიაში დაკარგა.

 

 

 

onalem

ტესტ