fbpx
საბერძნეთი

ცეცხლის უკონტროლო სვლა საბერძნეთში – ხალხის ევაკუაცია ოთხი დასახლებიდან

ევიაში ხანძარი კვლავ მასშტაბურია და უკონტროლოდ მიემართება სამხრეთით. ირკვევა, რომ გაიცა ბრძანება მომხდარიყო ოთხი დასახლების ევაკუაცია. დაუყოვნებლივ გაიყვანეს პეფკის, არტემისიოს, ვულიკისა და გუვეს ტერიტორიების მაცხოვრებლები.

აღნიშნულ ადგილას არის უზარმაზარი კერა, რომლის შესაკავებლად სახანძრო სამსახური ტიტანურ შრომას სწევს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება განსაკუთრებით რთულია ჩრდილოეთით და ცეცხლი სოფლებს უახლოვდება. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა, რომ სამხრეთისკენ არ გავრცელდეს.

onalem

ტესტ