fbpx
საბერძნეთი

ჟურნალისტმა მიკროფონი და გადაღება მიატოვა და მეხანძრეების დასახმარებლად წავიდა

ბერძენი ჟურნალისტის, გეორგია გარანძიოტის ქმედება ნამდვილად სამაგალითოა. მდგომარეობა, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ფიქსირდება, აერთიანებს ყველა ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა და სოციალური სტატუსისა.

გეორგიას მიჰყავდა რეპორტაჟი ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერტილიდან, სადაც გარკვეულ მომენტში მან მიკროფონი და გადაღება მიატოვა და მეხანძრეების დახმარებას შეუდგა. მაყურებელს ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია და ახალგაზრდა ქალის საქციელს გმირობაც კი უწოდეს.

onalem

ტესტ