fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს 180.000 მუშახელი სჭირდება – სამინისტრო უსაბუთო ემიგრანტების დასაქმებაში ხედავს გამოსავალს

სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამინისტრო სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით ცდილობს, რომ საბერძნეთში მუშახელის დეფიციტის პრობლემა მოაგვაროს. ამ კონტექსტში უკვე განიხილეს ქვეყანაში არსებული სერიოზული დეფიციტის შევსების შესაძლებლობა, არალეგალი ემიგრანტებით, რომლებიც საბერძნეთში უკვე იმყოფებიან.

როგორც ირკვევა, საბერძნეთს ყოველწლიურად სჭირდება 180.000 მუშახელი, რომელიც მიწაზე იმუშავებს, მაგრამ დაინტერესებული პირები არ ჩანან.

“ფიქსირდება სერიოზული დეფიციტი, დროთა მანძილზე ზოგიერთმა ქვეყანამ დაფარა აღნიშნული საჭიროება: ინდოეთი, ბანგლადეში, ალბანეთი, ვიეტნამი, ეგვიპტე, მაგრამ დაჟინებით ვითხოვთ მიგრაციის სამინისტროსგან, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს. უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოვლენ, იმისთვის, რომ იმუშაონ, არამედ ისინიც, ვინც უკვე არალეგალურად იმყოფებიან საბერძნეთში და შესაბამისად, არალეგალურად მუშაობენ. უმჯობესი იქნება, თუ მათ უკეთეს შანსს მივცემთ.

ფაქტია, რომ საბერძნეთში ათასობით ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს არალეგალურად და მათმა ნაწილმა არაჩვეულებრივად იცის სხვადასხვა საქმე, რაც ახლა სოფლის მეურნეობისთვის ასეთი საჭიროა,” აცხადებს სოფლის მეურნეობისა და განვითარების მინისტრი, ლეფტერის ავგენაკისი.

onalem

ტესტ