fbpx
საბერძნეთი

ΕΥΔΑΠ-ის განცხადებით, საბერძნეთში უახლოეს მომავალში წყლის ტარიფი გაიზრდება

წყლის მომწოდებელი კომპანიის, ΕΥΔΑΠ-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, უახლოეს მომავალში საბერძნეთში წყლის ტარიფის გაზრდაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ცვლილება 2024 წლიდან გვექნება.

კომპანიის მენეჯერის განცხადებით, მოსალოდნელია ფასის ზრდა, თუმცა, მარეგულირებელ ჩარჩოს უახლოეს მომავალში დააკონკრეტებენ. მისი თქმით, 2022 წლისთვის გამოცხადებულმა მოგებამ აჩვენა 84%-იანი კლება და შეადგინა 5 მილიონი ევრო, შედარებით 2021 წელთან, როდესაც 30.7 მილიონი ევრო იყო, ხოლო სუფთა მოგება 8.5%-დან 1,5%-მდე განაწილდა. შესაბამისად, აღნიშნული მდგომარეობა კომპანიას “აიძულებს” ტარიფი გაზარდოს.

ახალი ტარიფების გამოცხადებისთვის კომპანიას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ჩამოაყალიბოს კონკრეტული ჩარჩო.

წყლის ტარიფის მომატების პარალელურად, ელექტრო ენერგიის მომწოდებელმა კომპანიებმა, პირიქით, დენის ტარიფის შემცირება სულ მცირე ხნის წინ დააანონსეს.

კერძოდ:

ΔΕΗ: 15,9 ცენტი კილოვატ საათში 500 კილოვატ საათამდე მოხმარებისთვის (აპრილში ეს ტარიფი 16,5 ცენტია) და 17,1 ცენტი 500 კილოვატ საათზე მეტის მოხმარებისთვის (ახლა 17,7 ცენტია). ღამის სპეციალური ტარიფი იქნება 11,8 ცენტი, აპრილის თვის 12,4 ცენტიდან.

Protergia სახლის ღირებულება: 13,96 ცენტი კილოვატ საათში (14 ცენტიდან)
ΗΡΩΝ: 18,7 ცენტი კილოვატ საათში
Elpedison : 12,5 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
NRG: 14 ცენტი კილოვატ საათში (16.4 ცენტიდან)
Watt&Volt: 13,96 ცენტი კილოვატ საათში (14 ცენტიდან)
Hellenic Energy Company MAXI Free: ბუნებრივი გაზი 13,9 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
Volterra: 18,8 ცენტი კილოვატ საათში (უცვლელი)
Zenith: 11,5 ცენტი კილოვატ საათში (11,9 ცენტიდან)
Volton: 16,63 ცენტი კილოვატ საათში (17,26 ცენტიდან)

 

onalem

ტესტ