fbpx
საბერძნეთი

მეტრო და ავტობუსები განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებენ – ცვლილებები ათენსა და თესალონიკში ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, ორშაბათს, 1-ელ მაისს, ათენში საჯარო ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. საზოგადოებას მხოლოდ ავტობუსებისა და ტროლეიბუსების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ახალი ცნობები მეტროსთან დაკავშირებითაც.

კერძოდ, წარმოგიდგენთ, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტის თითოეული სახეობა 1-ელ მაისს:

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ მხოლოდ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

რაც შეეხება მეტროს, მე-2 და მე-3 ხაზებს და 1-ელ ხაზს, იგივე ΗΣΑΠ-ს (ტრენო/ილეკტრიკო) არ იმუშავებს ჩვეული სიხშირით, მატარებლები გამოივლიან კვირა დღის განრიგით, ანუ შედარებით იშვიათად, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ΚΤΕΛ-ის ავტობუსები რეისებს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებენ, ხოლო გემები 1-ელ მაისს 24 საათით შეაჩერებენ მუშაობას.

ამას გარდა, 1-ელ მაისს თესალონიკის ავტობუსების მძღოლებიც 24 საათით იფიცებიან.

onalem

ტესტ