fbpx
საბერძნეთი

პორტები კვლავ ხალხით აივსო – სამდღიანი უქმეებისთვის ბერძნები კუნძულებისკენ მიემგზავრებიან

1-ლი მაისი საბერძნეთში უქმე დღეა, რაც ნიშნავს, რომ კვლავ სამდღიანი დასვენება უწევს და შესაბამისად, მოსახლეობა ცდილობს შანსი გამოიყენოს, მოკლევადიანი განტვირთვისთვის. პარასკევს დილიდან პირეას პორტში საკმაო აქტიურობა ფიქსირდება.

ERT-ის მიხედვით, მინიმუმ 18.000-მა ადამიანმა დატოვა ათენი და ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: დოდეკანესისა და კიკლადესის კუნძულები და რა თქმა უნდა, კრეტა. რეპორტაჟის მიხედვით, გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ნამდვილად დიდია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც ეს აღდგომას იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ 18.000 ადამიანის გარდა, ასევე ასობით არის მგზავრი, რომელიც გაცილებით ახლო მანძილებზე მდებარე კუნძულებზე გაემგზავრა.

ასევე, სრულად შევსებულები გადიან ΚΤΕΛ-ის ავტობუსები, დაიგეგმა დამატებით 15 მარშრუტი, თესალონიკის მიმართულებით, მათი უმეტესობა 100%-იანი სისრულით გადის.

onalem

ტესტ