fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტოდ გრძელვადიანი ხანძარი – ევროსი უკვე 14 დღეა იწვის, გამოწვეულია შეუფასებელი ზარალი

ევროსის ტერიტორიაზე უზარმაზარი კერის მქონე ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს – ეს არის უპრეცენდენტოდ გრძელვადიანი ხანძარი, რადგან უკვე 14 დღეა, რაც იქაურობა იწვის, ხოლო ამინდის გაუარესების შესახებ არსებული პროგნოზი სწორედ ამ ტერიტორიას არ ეხება – ეს ნიშნავს, რომ იწვიმებს თითქმის ყველგან, გარდა ევროსისა.

ხანძარმა გამოიწვია შეუფასებელი ზარალი, განადგურებულია უზარმაზარი ტერიტორია, გუშინ ღამით კი, 112-დან გაიგზავნა გაფრთხილება მორიგი დასახლების, სუფლის მოსახლეობისთვის, რომ სრულ მზადყოფნაში იყვნენ, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ევაკუაცია. ამ წუთისთვის ცეცხლი იანულისა და კორნოფოლიას ტერიტორიებზეა და დასახლებულ ადგილებამდე მისვლის თავიდან ასაცილებლად მეხანძრეებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ჩანს, რომ საფრთხე შეზღუდულია, მაგრამ ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ პრევენციისთვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციებში.

ევროსში მუშაობს 600-მდე მეხანძრე, 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, ჯამში დამწვარია 800.000 ჰექტარი.

onalem

ტესტ