fbpx
კრიმინალი

ტელეკომპანია Open-ის ცნობით, ვულაში ძარცვა ქართველებმა ჩაიდინეს

ტელეკომპანია Open-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, შაბათს ღამით ვულაში ძარცვა საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს და აწამეს სახლის მეპატრონე.

როგორც 74 წლის მამაკაცი ჰყვება, მას ხუთი საათის მანძილზე აწამებდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, თუ სად ჰქონდა თანხა. თავდაპირველად სეიფის არსებობის შესახებ უთხრა, მაგრამ მძარცველები ამას არ დასჯერდნენ, თითქოს იცოდნენ, რომ ის კიდევ ფლობდა სხვა ქონებას და ამის გამო კედლებიც კი გამოანგრიეს.

მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელი, ცხვირი და ჩამტვრეული აქვს კბილები. მოხუცმა უმძიმესი ღამე გამოიარა, რადგან როგორც ჩანს, დამნაშავეებს არ ადარდებდათ, მოკვდებოდა თუ არა ის, როდესაც წყლით სავსე ნიჟარაში აყოფინებდნენ თავს.

მამაკაცს ხელზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

სახლიდან წაღებულია ათასობით ევრო, დიდი რაოდენობით ოქრო და ვიდეო მასალაც, რომელზეც ისინი ძარცვის მომენტში იყვნენ აღბეჭდილები.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ