fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა ცოლი სასტიკად სცემა, ქალი კი, მოსამართლეს სთხოვდა, რომ ციხეში არ გაეგზავნათ

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები ვერ აცნობიერებენ, რომ მდგომარეობა რომელშიც ცხოვრობენ, ნორმალური არ არის… ასევე, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მათ არ სურთ დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა თესალონიკში, სადაც მამაკაცი პოლიციამ მეუღლის სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის დააკავა, მან ქალი შვილების თვალწინ სცემა და თმითაც ითრია, მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა და გარკვეული დრო დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. სამედიცინო დახმარება სწორედ მათმა 18 წლის ქალიშვილმა გამოიძახა, რომელმაც დედა ამ მდგომარეობაში ნახა.

სასამართლო პროცესზე საქმის განხილვის შედეგად, მამაკაცი დამნაშავედ სცნეს ოჯახურ ძალადობაში, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში და თავისუფლების რამდენიმე თვით აღკვეთა მიუსაჯეს. ყველაზე უჩვეულო ამ შემთხვევაში ის იყო, რომ როდესაც ქალმა მოსამართლის გადაწყვეტილება მოისმინა, პანიკაში ჩავარდა, მასთან მივიდა და ევედრებოდა, რომ მოძალადე ქმარი ციხეში არ გაეგზავნათ.

რა თქმა უნდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მამაკაცი სასჯელს შესაბამისად მოიხდის.

onalem

ტესტ