fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 35 წლის მამაკაცი აიძულეს საახალწლო გალობა დაჩოქილს შეესრულებინა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს

პატრიდან დაუჯერებელი კადრები ვრცელდება. როგორც ირკვევა, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც 35 წლის მამაკაცი ერთ-ერთ დაწესებულებაში შევიდა, რათა საახალწლო გალობა შეესრულებინა. არსებული ცნობებით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

იქ მომუშავე თანამშრომლებმა მისი დაცინვა დაიწყეს და “გართობის მიზნით” უთხრეს, რომ დაჩოქილიყო და ისე ემღერა. მას შემდეგ, რაც მან დაიჩოქა, ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა. მამაკაცმა მაშინვე ყვირილი დაიწყო და ცეცხლის ჩაქრობა სცადა, საბედნიეროდ, მძიმე დამწვრობებს გადაურჩა.

როგორც მედია იუწყება, ამ ყველაფერს ტელეფონითაც კი იღებდნენ და ასე გავრცელდა კადრები, შესაბამისად, საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და კომპეტენტურ უწყებებს შეატყობინეს. მიუხედავად ამისა, უცნობი რჩება, უჩივლებს თუ არა მამაკაცი დამნაშავეებს.

onalem

ტესტ