fbpx
კრიმინალი

“მუდმივად კითხულობს, ცოცხალია თუ არა ბავშვი” – 29 წლის ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, თუ რა მოხდა

ვერიაში მომხდარმა შემთხვევამ შეძრა ადგილობრივი საზოგადოება, 29 წლის ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ ის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და პოლიციასა და მასაც მუდმივად ეკითხება, ცოცხალია თუ არა თავისი 11 თვის შვილი. მის წინააღმდეგ საქმე აძღრულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, შოკი აქვს მიღებული და ვერ იაზრებს, თუ რა მოხდა. მუდმივად მეკითხება მეც და პოლიციასაც, თუ რა მოხდა,” აცხადებს ადვოკატი.

როგორც ცნობილი გახდა, 11 თვის გოგონა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს და ცერემონიას მხოლოდ 4 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბებია, ბაბუა და ბიძა. ხოლო ბავშვის მამა, რომელსაც 29 წლის ქალთან ურთიერთობა აღარ აქვს და ბავშვის აღიარება ვერ მოასწრო, დაკრძალვაზე არ მისულა.

დადასტურებული ინფორმაციით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობა გახდა. მისმა დედამ, მას შემდეგ, რაც ჩვილი კაშხალში გადააგდო, ახალი წლის ღამის გასატარებლად სასტუმროში წავიდა.

onalem

ტესტ