fbpx
კრიმინალი

ძარცვა კეტი გარბის და დიონისის სხინასის სახლში: ცოლ-ქმარი დააბეს და თანხა წაიღეს

ექსკლუზიური ინფორმაციით, კეტი გარბის და დიონისის სხინასს შეიარაღებული პირები თავს დღეს გამთენიისას, ნეა ერითრეაში დაესხნენ. როგორც ირკვევა, მომღერალი და მისი მეუღლე ღამის გასართობი კლუბიდან სახლში დაბრუნდნენ და როდესაც მანქანა გააჩერეს, ორმა შენიღბულმა პირმა იარაღის მუქარით აიძულა, რომ სახლში შეეყვანათ.

როგორც მედია იუწყება, ისინი სახლში შევიდნენ და ცოლ-ქმარი დააბეს. პარალელურად კი ითხოვდნენ, რომ ეთქვათ, სად ჰქონდათ თანხა. დიონისის სხინამ მძარცველებთან შეწინააღმდეგება სცადა, თუმცა, მკაცრად გააფრთხილეს, რომ თავში ტყვიას დააჭედებდნენ, თუკი რაიმეს მოიმოქმედებდა.

ცნობილი გახდა, რომ სახლიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.

 

onalem

ტესტ