fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძნების მდიდარი ოჯახი 1.000 ევროს მისცემს ყველას, ვინც კანდილაში ბავშვს გააჩენს

აღნიშნულ ინფორმაციას ქსირომერუს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ბერძნების ოჯახმა, რომელიც სოფელ კანდილადან არის, გადაწყვიტა, რომ 1.000 ევროს გასცეს ყველა ბავშვზე, რომელიც იქ დაიბადება.

აღნიშნული ინიციატივა მათ დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიჩინეს.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ 1.000 ევრო გადაეცემათ ოჯახებს თითო ბავშვის დაბადებისას. თუმცა, აუცილებელია, რომ ბავშვის მშობლები იყვნენ კანდილას მაცხოვრებლები. ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა კი გიორგოს და ზოი მუტოსებს ეკუთვნით, სწორედ ისინი გაიღებენ ხარჯებს,” ნათქვამია განცახდებაში.

მუნიციპალიტეტი დიდ მადლობას უხდის ოჯახს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

onalem

ტესტ