fbpx
კრიმინალი

ათენში დააკავეს 48 წლის ემიგრანტი, რომელიც აეროპორტში მგზავრებს ქურდავდა

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი ათენში, კერძოდ, გალაცის ტერიტორიაზე დააკავეს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მას ბრალად ედება ათენის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების გაქურდვა. ის ხალხს მაშინ ძარცვავდა, როდესაც ყურადღება სხვა რამეზე ჰქონდათ გადატანილი და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საკუთარ ნივთებს თვალსა და ხელს შუა კარგავდნენ.

ირკვევა, რომ ის ალჟირელი ემიგრანტია. მისი სახლიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიკა, ასევე თანხა, 24.185 ევროს ოდენობით.

დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ