fbpx
კრიმინალი

“მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია” – მესიჯი, რომელიც მეტაქსამ მეხუთე ქალის მკვლელობის დღეს გააგზავნა

მარიკარ ვალდეზი 2017 წლის 13 დეკემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ პოლიცია მის კვალზე ვერ გადიოდა. ისიც, სხვა მსხვერპლთა მსგავსად, ფილიპინელი ქალია, რომელიც კვიპროსელ სერიულ მკვლელს, ნიკოს მეტქასას ემსხვერპლა. მისი ვინაობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციამ მეტაქსას კომპიუტერში ქალის პირადობის მოწმობის ფოტო აღმოაჩნდა. უცნობია, თუ რატომ გადაიღო და შეინახა ეს ფოტო კვიპროსელმა კაპიტანმა.

გამოძიების შედეგად დადასტურდა ისიც, რომ 29 წლის ვალდეზი ბოლოჯერ თავის მეგობარ ქალს და მას ეკონტაქტა, მას შემდეგ გაქრა ახალგაზრდა ქალის ყველანაირი კვალი. მეტაქსა კი მკვლელობებს აგრძელებდა და გარეთ მინიმუმ ორი წლის მანძილზე თავისუფლად დადიოდა. თუმცა, ეს მხოლოდ არსებული ვარაუდია, რადგან სხვა გაუჩინარებულ ფილიპინელ ქალთა რაოდენობა 21-მდეა და როგორც ფილიპინელ დამლაგებელ ქალთა ასოციაცია აცხადებს, ზოგიერთი მათგანი 4-5 წლის წინ გაქრა.

პოლიციისთვის მნიშვნელოვანი ხელმოსაჭიდია მესიჯიც, რომელიც ფილიპინელი ქალის ტელეფონიდან ბოლოს გაიგზავნა. თავდაპირველად მარიკარმა მეგობარს მისწერა რომ ნიქოზიაში, ლიდრას ქუჩაზე მიდიოდა, რადგან განმარტოება უნდოდა, ხოლო მეორედ გაგზავნილ მესიჯში ეწერა “მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.” 

ქალის მეგობრის მტკიცებით ამ სახის მესიჯს მარიკარი არ გაუგზავნიდა და დარწმუნებულია, რომ ის მეტქასამ გაუზავნა, კვალის არევის მიზნით, რომ შემდგომში გამოძიება თვითმკვლელობის ვარაუდით წასულიყო.

მისი თქმით, ქალს არ სჩვეოდა ამ სტილის შეტყობინებების გაგზავნა. პოლიციას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მესიჯი სწორედ ნიკოს მეტაქსას მიერ იყო გაგზავნილი, მას შემდეგ, რაც 29 წლის მარიკარი მოკლა და მის ტელეფონზე წვდომა ჰქონდა. ის მისი მეხუთე მსხვერპლია.

onalem

ტესტ