fbpx
საზოგადოება

ლიდერი ევროპაში – თავშესაფრის რამდენი საბუთი გასცა საბერძნეთმა ბოლო წლებში?!

Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საბერძნეთი ფაქტობრივ ჩემპიონად სახელდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უცხო ქვეყნის ყველაზე მეტ მოქალაქეს აძლევს თავშესაფარს.

კერძოდ, 2018 წელს საბერძნეთმა ოფიციალურად მიიღო თავშესაფრის 15.806 მაძიებელი. აქედან ყველაზე მეტი, 38%, სირიის მოქალაქეა, შემდეგ მოდის ერაყი, 22% და ავღანეთი – 17%.

ევროკავშირის მასშტაბით 2018 წელს თავშესაფრის საბუთი მიენიჭა 300.000-მდე იმიგრანტს, მათი ერთი მესამედი სირიიდან არის.

საერთო ჯამში, ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მიერ თავშესაფრის საბუთი გაიცა 333.400 იმიგრანტზე, რაც 40%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც 533.000 იყო.

თუკი აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, 2018 წელს ევროკავშირში 1 მილიონ მოსახლეზე 650 იმიგრანტი მოდის, რომელთაც ოფიციალური დოკუმენტი აიღეს, ხოლო საბერძნეთში 1 მილიონ მოსახლესთან მიმართებაში თავშესაფრის საბუთს 1.470 იმიგრანტი/ლტოლვილი იღებს.

onalem

ტესტ