fbpx
საზოგადოება

როგორ იმუშავებს ათენის საჯარო ტრანსპორტი ხვალიდან – იხილეთ შეცვლილი გრაფიკი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალიდან ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული რეჟიმით იმუშავებს.

წითელი პარასკევი – 26/04/2019

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ შაბათის განრიგით ანუ 20-25 წუთში ერთხელ.

დიდი შაბათი 27/04/2019

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ კვირა დღის განრიგით, ყოველ 30-40 წუთში ერთხელ, ხოლო 23:00 საათზე მუშაობას შეწყვეტენ.

აღდგომის კვირას 28/04/2019 და აღდგომის ორშაბათს 29/04/2019

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ ჩვეული კვირა დღის განრიგით.

რაც შეეხება სამშაბათს, იმოძრავებენ შაბათის განრიგით, 20-25 წუთში ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, ოთხშაბათს, ავტობუსები, ტროლეიბუსები და ელექტრო მატარებელი (ტრენო) 24 საათის მანძილზე არ იმუშავებს.

onalem

ტესტ