fbpx
საზოგადოება

ეროს რამაზოტი მიკონოსზე საქმესა და გართობას არაჩვეულებრივად უთავსებს

ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად მიკონოსზე ისვენებს.

რამაზოტი და მისი 29 წლის ცოლი, მარიკა პელეგრინიელი პოპულარულ სანაპიროებს სტუმრობენ, ქარების კუნძულის ქუჩებში სეირნობენ და ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ.

როგორც აღმოჩნდა, რამაზოტიმ სიამოვნება და საქმე ერთმანეთს შეუთავსა და ბერძენ მომღერალ ანტონის რემოსთან ერთად მიკონოსის პოპულარულ სანაპიროზე კონცერტი გამართა.

მუსიკალური შოუ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და აუდიტორია ემოციებს ყველა მხრივ გამოხატავდა. თუმცა, აქ არსებული ფასები ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო. წინა მაგიდებზე ელიტარული შამპანური Dom Perignon ეწყო, რომელიც 1 ბოთლი 10,000 ევრო ღირს. ხოლო უკანა მაგიდებს შედარებით დაბალი ფასი ჰქონდა, დაახლოებით 3,000-დან 5,000 ევრომდე.

მიკონოსი, როგორც ყოველთვის, სტუმრებისთვის სასიამოვნო სიურპრიზებს და გრანდიოზულ შოუებს ამზადებს.

onalem

ტესტ