fbpx
საზოგადოება

იანის ადეტოკუნბოს პირველი 1.8 მილიონიანი ვილები საბერძნეთში

იანის ადეტოკუნბომ საბერძნეთში პირველი მსხვილი ინვესტიცია განახორციელა და ორი მდიდრული ვილა შეიძინა მესინიაში. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი მესინიას სექტემბრის დასაწყისში ძმასთან ერთად ესტუმრა შვებულების გასატარებლად, ხოლო შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა.

ირკვევა, რომ იანის მიერ შეძენილი ქონება დაახლოებით 1.8 მილიონი ევრო ღირს და ვილა მოიცავს 3-4 დიდ საძინებელს, კერძო აუზებს და დიდ ეზოს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ ეს ადგილი იდეალურია ვარჯიშისთვის, ვინაიდან ვილების ამ კომპლექსს (Costa Navarino) ხშირად სტუმრობენ ცნობილი სპორტსმენები, მაგალითად: მარია საკარი, კრიშტიანო რონალდუ, ტონი კროსი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წლიური შემოსავალი ათობით მილიონი დოლარია, იანის ადეტოკუნბო ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ კალათბურთის თამაში მისთვის არ არის ფულის შოვნის წყარო, ეს არის ის, რისი თამაშის დროსაც უდიდეს სიამოვნებას იღებს, ხოლო გამომუშავებული თანხა მეორე ადგილზე დგას. კითხვაზე კი, თუ რის გამო დაანებებდა თავს კალათბურთის თამაშს, თქვა: “მე წავიდოდი და სეპოლიას ქუჩებში ისევ კომპაქტ დისკებს გავყიდდი, თუ მამაჩემს უკან დავიბრუნებდი.”

იანი ცნობილია თავისი თავმდაბლობით, ოჯახისადმი სიყვარულით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მის ცხოვრებაში მისი მამა იყო, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნახეთ ვილების კომპლექსი:

onalem

ტესტ