fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სიფრთხილით მოეკიდეთ ტელეფონებსა და დამტენებს – შემთხვევა ლარისაში

ინციდენტის შესახებ ბერძენი მამაკაცი იუწყება, რომელსაც ტელეფონი დატენვისას აუფეთქდა და მისი ნაწილები დაახლოებით 2 მეტრის მანძილზე გაიფანტა.

42 წლის მამაკაცის თქმით, ღამით დაძინებამდე ტელეფონი დასატენად შეაერთა და გაუმართლა, რომ აფეთქება სწორედ ამ დროს მოხდა, რადგან ახლოს არ იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, ის ჩინურ კომპანიას უჩივის, რომელშიც მობილური შეიძინა და ფაქტობრივად, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

აუცილებელია, რომ დაზუსტებით იცოდეთ, სად დამზადდა ტელეფონი ან დამტენი, რომელსაც ამჟამად იყენებთ და არის თუ არა ორიგინალი. ჩინური კომპანიები მაღალ ხარისხს არ გვთავაზობენ, ბოლო დროს კი მსგავსი შემთხვევები საკმაოდ მომრავლდა.

onalem

ტესტ