fbpx
საზოგადოება

ფოკიდა: 10 თვის ბავშვს პიტბული დაესხა თავს – ძაღლი მის ოჯახს ეკუთვნის

ჩვილი ათენის აგია სოფიას საავადმყოფოში მოათავსეს. 10 თვის გოგონას სახეზე სერიოზული ჭრილობები აღენიშნება. ინციდენტი ფოკიდაში გუშინ შუადღეს მოხდა, როცა ოჯახის ძაღლი, კერძოდ, პიტბული ბავშვს თავს დაესხა.

10 თვის ჩვილმა რამდენიმე საავადმყოფო გამოიცვალა, ვიდრე ათენში გადაიყვანდნენ. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რათა სისხლდენა შეეჩერებინათ. საჭირო გახდა კუჭის გაწმენდა, რადგან მან დიდი რაოდენობით საკუთარი სისხლი გადაყლაპა. გოგონას დაზიანებული აქვს ყბა.

“ჩვენ ორი არაჩვეულებრივი საოპერაციო გვაქვს, თუმცა, ისინი მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი. გვყოლია მცირეწლოვანი პაციენტებიც, თუმცა, გოგონა ძალიან პატარაა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მომავალში ყბაზე სერიოზული პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება,” აცხადებს ქირურგი.

ოჯახი ატიკის რეგიონში ცხოვრობს, თუმცა, ბოლო დღეებში ფოკიდაში იმყოფებოდნენ. პიტბული, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო გოგონა დაკბინა, მათ დიდი ხანია ჰყავთ.

 

onalem

ტესტ