fbpx
საბერძნეთი

თანამშრომლებს ხელფასს უხდიდა და შემდეგ უკან ართმევდა – ბერძენ დამსაქმებელს პატიმრობა მიუსაჯეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხანიის სასამართლომ გუშინ მიიღო და ბერძენ დამსაქმებელს ციხეში საკმაო დროის გატარება მოუწევს. მისი ბრალდებები შემდეგია: საკუთარ თანამშრომელთა შანტაჟი და ფულის გამოძალვა.

ირკვევა, რომ მამაკაცი დასაქმებულებს ხელფასებს ბანკის საშუალებით უხდიდა, რომ სახელმწიფო სისტემაში ეს დაფიქსირებულიყო, თუმცა, მერე აიძულებდა, რომ ნაწილი უკან დაებრუნებინათ.

გარდა იმისა, რომ მათ, ფაქტობრივად, თანხას სძალავდა, ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რომ თუ რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდა, საერთოდ აღარ გაუგრძელებდა კონტრაქტებს.

შრომის ინსპექცია მიმართავს დასაქმებულებს, რომ დამსაქმებლის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ აღნიშნულ უწყებას.

“ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ დამსაქმებელთა თვითნებობას, როგორიც უნდა იყოს ის, მთავარია, რომ ვიცოდეთ ამის შესახებ,” ნათქვამია მოწოდებაში.

onalem

ტესტ