fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ექიმი სამსახურიდან 2 თვეში გაათავისუფლეს, რადგან “შეცდომით” დაასაქმეს

კრეტაზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ექიმის დასაქმებისა და შემდეგ სრულიად მოულოდნელად სამსახურიდან გათავისუფლების თემამ. ახალგაზრდა პათოლოგი, მანოს ცილიმიგუნაკი ვენიზელიოს საავადმყოფოში თავისი სპეციალობით დასაქმდა, თუმცა, 2 თვეში გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვია.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მას განუცხადეს, რომ დასაქმება თავიდანვე შეცდომით მოხდა და ამიტომ ათავისუფლებდნენ.

როგორც გაირკვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა მთავრობის გაზეთში გამოქვეყნებული ცვლილება იმ თანამდებობასთან დაკავშირებით, რომელზეც ექიმი დასაქმდა. ხოლო შემდეგ, როდესაც ცვლილების შესახებ გაიგეს, მოუწიათ მისი გათავისუფლება, ვინაიდან ეს ორგანიზაციული თანამდებობა ფიზიკურად აღარ არსებობდა, ვინაიდან გაუქმდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საავადმყოფო ცვლილებებს ჩამორჩა და ექიმი დაასაქმა უკვე აღარ არსებულ თანამდებობაზე. თავად მანოს ცილიმიგუნაკი კონკრეტულ პასუხებსა და გამოსავალს ითხოვს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ