fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში სააღდგომოდ წელს 350 ტონა ცურეკს მოამზადებენ – ფუნთუშის ფასი 11-14 ევრო იქნება კილოგრამზე

თესალონიკის მასშტაბით სააღდგომოდ დიდი სამზადისია და როგორც ცნობილი გახდა, საცხობები სულ მცირე 350 ტონა ცურეკს, ტრადიციულ სააღდგომო ფუნთუშას მოამზადებენ.

დღეს, სამშაბათს, მოთხოვნა ჯერ არც თუ ისე დიდია, რადგან აღდგომამდე რამდენიმე დღე გვაქვს, თუმცა, როგორც მცხობელთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მომდევნო დღეებში მოსახლეობის მხრიდან ცურეკზე მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან და სწორედ ამიტომ სრულ მზადყოფნას აცხადებენ, რომ ტონობით ფუნთუშა გამოაცხონ.

მთავარი სააღდგომო დესერტის ფასი წელს შედარებით გაზრდილია, თუ 2022 წელს იყო 10-13 ევრო კილოგრამზე, წელს 11-14 ევრო იქნება, ხოლო ცურეკი, რომელსაც აქვს სხვადასხვა შიგთავსი, 12-16 ევრო ეღირება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა (მინიმუმ 30%-ით), რომელიც ცურეკის მოსამზადებლად არის საჭირო, საცხობები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაბალი ფასები შეინარჩუნონ.

onalem

ტესტ