fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: მამაკაცი, რომელმაც მეგობარი შემთხვევით მოკლა, გაათავისუფლეს

“მეც მასთან ერთად მოვკვდი” – ამბობს ხანში შესული მამაკაცი, რომელმაც გასულ კვირას საკუთარ მეგობარს შეკამათების ფონზე ხელი ჰკრა და კიბიდან გადააგდო. დაცემის შედეგაც მოხუცმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ვრცელდება კადრები, თუ როგორ მოხდა ზუსტად ინციდენტი და ჩანს, რომ ბრალდებულს მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მას მხოლოდ სურდა, რომ მამაკაცს იქაურობა დაეტოვებინა და ხელი სწორედ ამ მიზნით ჰკრა. თუმცა, ინციდენტი ფატალურად დასრულდა.

შემთხვევისას ისინი კალამარიას სტადიონზე ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ, რა დროსაც კამათი მოუვიდათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი ყველა ერთად გაიზარდნენ და ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო.

თავდაპირველად მამაკაცი დააკავეს, თუმცა, გამოძიების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და მომხდარს ძალიან განიცდის.

https://www.facebook.com/Flashnews.gr/videos/510823826438283/

onalem

ტესტ